მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გაქირავებისთვის პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება

ქეიფი

სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, ფართის გაქირავებისთვის გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას, გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფარს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით არ გამოიყენებენ - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება. რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით, რაც, ფერაძის განცხადებით, ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

აგრეთვე იხილეთ:

📌თამარ გაბუნია: თუ ასე გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ