მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გაქირავება იკრძალება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
ინფორმაციისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს კრიზისის დასრულებისთვის და თუ „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამნისტიით ციხიდან გამოსვლა არ სურს, საპატიმროში დარჩეს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.