მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოზარ სუბარი: ეს ღალატი ვერ იქნებოდა 2 ექსპერტის დონეზე და ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი

„ეს ღალატი ვერ იქნებოდა 2 ექსპერტის დონეზე და რომ არ იყო, ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფს, ყველანი ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ იგივე პოზიცია ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლების გარეშე ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ამ ამბის დაკავშირება სცადეს ყარაბაღის ომთან, რაც აბსოლუტურად გაუგონარი დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

„მაშინ როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, არავინ არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. იქ მას გადაეცა საბუთები და ითქვა, რომ ეს არის საბუთები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, გაძლევთ თქვენ, მეგობარ ქვეყანას და ამ საბუთებზე დაყრდნობით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, აგერ კომისიაა და ამ კომისიის ფარგლებში მისხალ-მისხალ გავზომოთ ყველაფერი და როგორც მეგობრულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ისე გავავლოთ საზღვარი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის ბრალდებით პროკურატურამ ორი პირი დააკავა. ივერი გელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი წარედგინათ. გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.