მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ისტორიული ფრენა შესრულდა

SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ისტორიული ფრენა შესრულდა

დღეს, კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ისტორიაში პირველი კერძო პილოტირებული კოსმოსური ხომალდის გაშვება წარმატებით დასრულა. ბორტზე იმყოფებიან ნასას ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დუგლას ჰერლი.

კოსმოსური ხომალდი Space X Crew Dragon ილონ მასკის კომპანიის საკუთრებაა. ხომალდის გაშვებას ფლორიდაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

11 წლის წინ პროგრამა Space Shuttle-ის დასრულების შემდეგ, ეს გახლავთ ამერიკული კოსმოდრომიდან პირველი პილოტირებული გაფრენა კოსმოსში. 11 წლის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადაყვანას Роскосмос-ი ახორციელებდა.

ცნობისათვის - 27 მაისს Dragon-ის გაშვების პირველი მცდელობა უამინდობის გამო გადაიდო.