მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: არც N17 და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

არც N17 და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმარი გარდაიცვალა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც N17 და არც სხვა დაწესებულებაში covid-19-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 46 პატიმრიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა - პენიტენციურის განცხადება