მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ილია მეორე

16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს.

მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.

სომხეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.