მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

სტამბოლი, თურქეთი

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

აღნიშნული ინფორმაცია PIA.GE-ს საქართველოს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.

"ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა.