მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტოლტენბერგი: საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ

ნატო-ს გენერალური მდივანი

„ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე ჰქონდათ შეხვედრა პარტნიორებთან მათი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

„ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე გვქონდა შეხვედრა პარტნიორებთან ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება.

ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამას ვაკეთებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებით.

ალიანსის წევრებმა დღეს დაადასტურებს , რომ ეძებენ გზებს საქართველოსთან პრაქტიკული დონეზე მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ნატო 2030-ის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.