მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

StopCoV ფონდში შეტანილმა თანხამ 20 მლნ-ს გადაარჭარბა - გაიცანით პასუხისმგებლიანი კომპანიები

სტოპკოვ ჯის ლოგო

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შექმნილ StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

ბევერილი ჯგუფი, 100 ათასი ლარი.

შპს "აისბერგ ფოთი", 100 ათასი ლარი.

მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი, 25 ათასი ლარი.

ახალი ჰორიზონტი, 20 ათასი ლარი.

მწვანე ოფისი, 30 ათასი ლარი.

კომპანია ზოდი, 20 ათასი ლარი.

ბიოქიმფარმი, 10 ათასი ლარი.

ბესტი ჯგუფი, 3 ათასი ლარი.

შპს "ბათუმის ბლოკი", 3 ათასი ლარი.

Universal Intralogistics, ათასი ლარი.

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტმა" ახალი კამპანია წამოიწყო, როლის მიზანია, ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პასუხისმგებლიანი ბიზნესების შესახებ.