მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტები გამოცდაზე

იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ შეძლეს გრანტის მოპოვება ან სურთ შედეგის გაუმჯობესება, საგრანტო კონკურსზე გასვლა შეუძლიათ, სადაც ზოგად უნარებში ჩააბარებენ გამოცდას.

დღეისათვის უკვე ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები. საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge , სადაც შეუძლიათ ნახონ საკუთარი ქულები. ამის შედახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წელს, საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული იყო 3 600-ზე მეტი სტუდენტი. სახელმწიფო კი ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.

ინფორმაციისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მიმდინარე წლის 25 ივლისს ჩატარდა.