მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს სპეციალური რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო

შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე.

აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები: პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით, გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა, სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა.