მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სვეტიცხოვლის გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო

გამწვანება ილია მეორის ლოცვით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ლევან დავითაშვილმა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მერიის, კერძო სექტორის, სამედიცინო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და მრევლმა.

ღონისძიების ფარგლებში 700-ზე მეტი მცენარე დაირგო. აღნიშნული პროექტი ხორციელდება UNESCO-ს ნებართვით.