მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაძრებში დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა 

სამების ტაძარი

ტაძრებში დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ შეუძლოდ გრძნობენ თავს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, მსახურებაზე დასწრებისაგან თავი შეიკავონ. ზიარების შემთხვევაში კი, მოძღვარი სახლში მიაკითხავთ.

„COVID 19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისაგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔆 3 071 ინფიცირება, 3 366 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔆 თბილისი 1 314, აჭარა 523 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔆 ლევან რატიანი: მომდევნო ორი კვირა მაინც თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი