მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge არკვევს.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

მისმა ოჯახმა 21 ივლისს ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პოლიციასა და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.