მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ში მივიდნენ

ოჯახი შსს-ში მივიდა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის უფლებადამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.

ისინი უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

როგორც გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, სანამ ამერიკის ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება მისი შვილის საქმეში, ეს ბოლო შეხვედრა იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძიებაში ხარვეზია და საქმე მაღალჩინოსნებს უკავშირდება.

„გუშინ განვაცხადე, რომ იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად ჩართავდნენ ამერიკის ფედერალურ ბიუროს საქმეში. ამის გამო მოვედი, სხვა შემთხვევაში არ ვაპირებდი მოსვლას. გააჩნია „ეფბიაის“ რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ გვაწყობს. გვინდა, რომ თავიდან ბოლომდე ჩაერთოს. ბევრი მოთხოვნა გვექნება, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი, ანალოგიურად მანქანაც, ჯერ არ არის გახსნილი და ანალოგიური სიტუაცია იქნება მანდაც. ზუსტად, რომ მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რომ ამდენი ხარვეზია გამოძიებაში და არცერთ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ვნახოთ დღეს რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს. სანამ ამერიკის ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.