მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და მათი ახლობლები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.

გარდაცვლილი პროგრამისტის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვეხდრა. ოჯახი ასევე ითხოვს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში FBI ჩაერთოს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, შიმშილობის დაწყებას აპირებს.

საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მხარდასაჭერად თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალური ბიუროს თანდასწრებით გაიხსნას. თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.