მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ჩერგოლეიშვილი: შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი Pia.ge

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იარაღით გამოჩნდა.

„შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი დღეს, 31 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტს თავად შაშკინი არ უარყოფს და ამბობს, რომ აქვს საფრხის განცდა და ამიტომ გადაწყვიტა იარაღი თან ჰქონოდა.

„პირადი იარაღის ტარების უფლება შსს-სგან მაქვს მინიჭებული, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს”,- განაცმარტა დიმიტრი შაშკინმა სატელევიზიო ეთერში.

dimitri-shashkini_o_h.jpeg