მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: „ატუს" მიერ დამუშავებული მერქნული რესურსი, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება და მოხმარდება

თამთა მეგრელიშვილის განცხადება

„ატუს" მიერ დამუშავებული მერქნული რესურსი, ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მიზნებს, მოსახლეობისთვის საშეშედ გადაცემასა და დანგრეული შენობა ნაგებობების აღდგენას, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას ხმარდება და მოხმარდება“, - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „დამნაშავე ძალა," „ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ იარაღს ვეღარ გვიმიზნებს და არანაკლებ საშიში, ემოციური იარაღის გამოყენებაზე გადავიდა.

„დამნაშავე ძალა „ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ იარაღს ვეღარ გვიმიზნებს და არანაკლებ საშიში, ემოციური იარაღის გამოყენებაზე გადავიდა. მათი იარაღიდან არაერთი გასროლა განხორციელდა და ხორციელდება! მთავარი გასროლა, პოლიტიკურ პროცესებში რყევებისა და სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღება, სამიზნეს ასცდა! 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღებამ, შემდეგ კი პროცესებში საკუთარი მონაწილეობის წინააღმდეგ ბოიკოტმა ისინი საერთოდ პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვა და გასასროლად გამზადებული ტყვია იარაღშივე დარჩათ! ამჯერად, „ნაციონალური მოძრაობის" მთავარმა მარიონეტებმა, მათთან აფილირებული პროპაგანდისტული ე.წ. მედიასაშუალებებით, ჯერ მედიცინის მუშაკის როლი მოირგეს, სახეზე ფქვილის შეყრით პირბადის ვარგისიანობაზე საუბრობდნენ, ვირუსს ებრძოდნენ, შემდეგ, შერლოკ ჰოლმსისა და ერკიულ პუაროს როლები მოირგეს და იმისთვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება, ეს მძიმე ტრაგედია, პოლიტიკური განსჯის საგნად ექციათ, დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოეს, სადაც, გაუბედურებულ ოჯახს, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ნდობისა და გამოვლენილი ნებისყოფის გამო შეურაცყოფაც მიაყენეს! ეს კი ყველაზე მწარედ გასროლილი ტყვია აღმოჩნდა და საზოგადოებაში გამოწვეული უარყოფითი ემოციებით, ისევ საკუთარი პარტიის პარტიულ ნომერს გაარტყეს! ეხლა, ველადაც გაიჭრნენ, ტყე-ტყე დადიან.

შვეიცარული მეთოდით სანიტარული ტყეკაფვა, რომლის მიზანი გადაბერებული ხეების მოჭრა და ახალი წიწვოვანი მასივების გაშენებაა, ისევ ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირება ჰგონიათ. ახირების რა გითხრათ მაგრამ, „ატუს" მიერ დამუშავებული მერქნული რესურსი, ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მიზნებს, მოსახლეობისთვის საშეშედ გადაცემასა და დანგრეული შენობა ნაგებობების აღდგენას, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას ხმარდება და მოხმარდება. არჩევნებამდე დროა და უმისამართოდ სიარულს ჯობია, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიეროთ! დენდროლოგიური პარკით დაიწყეთ! მრავალფეროვან გარემოში ფლამინგოებიც გელიან...“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.