საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას: როგორ ახერხებთ, ყველა ქმედებაში ქვეყნის მტრებად როგორ მჟღავნდებით?!

„ნაციონალურმა მოძრაობის“ მხარდამჭერი მსვლელობა ბათუმში. 2020 წელი.
23:52 16.10
დაკოპირებულია

„ერთიანი ბრძოლის ხაზიდან გაქცეულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა რეგიონებიდან „ქუდზე კაცი" დაიბარა და ყოველგვარი წესისა და რეკომენდაციის დაცვის გარეშე, აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის ზონაში შეკრიბა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციას.

მისი თქმით, დღეს, ქვეყანა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდეობით, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების მეორე ეტაპზეა, თუმცა, მისივე თქმით, ამ ფაქტორის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხი რეგიონებიდან ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე შეკრიბა.

„კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. ვხედავთ, რომ დაავადების მასშტაბი, სიმძიმე და შესაბამისად, მისი შედეგები მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდება. ვამაყობთ, რომ საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ სწორი მენეჯმენტის პირობებში შეძლო ეპიდსიტუაციის მართვა და კოორდინაცია, დაავადების გავრცელების შეზღუდვა, სიტუაციის მონიტორინგი და შეფასება, მოსახლეობის ინფორმირება და კომუნიკაცია და პირველი ეტაპი ბევრ წარმატებულ ქვეყანაზე ეფექტურად, ნაკლები დანაკარგებით გადავლახეთ.

დღეს შემთხვევათა რაოდენობით, სავარაუდოდ, ვართ ვირუსის გავრცელების მეორე ეტაპზე, როცა ვირუსის გავრცელების კლასიფიკაცია ბევრად მაღალია და თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი შეგნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობით ხასიათდება. სამწუხაროდ გვაქვს საყურადღებო ლოკაციები (აჭარა, თბილისი). ამ პირობებშიც ერთიანი ბრძოლის ხაზიდან გაქცეულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ," „ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა რეგიონებიდან „ქუდზე კაცი" დაიბარა და ყოველგვარი წესისა და რეკომენდაციის დაცვის გარეშე, აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის ზონაში შეკრიბა.

როგორ ახერხებთ არ ვიცი, ყველა ქმედებაში ქვეყნის მტრებად როგორ მჟღავნდებით?! კიდევ ერთხელ, ნათელია, რომ ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ ერთმანეთის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადასარჩენად ერთიან ომში ვართ! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით სახელმწიფო რესურსს დავზოგავთ და შევქმნით წინაპირობას დროულად დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრებისა და განვითარების რიტმს! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ დავით გარეჯი საქართველოა და გვტკივა ქვეყნის მოღალატეობა! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ... ვრცელი ჩამონათვალი გამომივა, ამიტომ ყველამ საკუთარი სათქმელი მიაწერეთ!“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, ბა­თუმ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ქუ­ჩებ­ში მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყეს და ბულ­ვარ­ში აქ­ცია გა­მარ­თეს. მათ მხარდამჭერებს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა წა­რუდ­გი­ნეს.

აქ­ცი­ას ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. როგორც კადრებში ჩანს, აქ­ცი­აზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, პირბადეების გარეშე იყვნენ წარმოდგენილნი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 603-მა ადამიანმა შეძლო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლი...
18 წუთის წინ
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მი...
20 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერ...
37 წუთის წინ
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნ...
48 წუთის წინ
სარწყავი არხების რეაბილიტაცია ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშა...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი...
55 წუთის წინ
26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფ...
00:41
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ა...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ი...
ალიევი: ჩვენმა არმიამ ჯაბრაილისა და გუბა...
„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ზანგილანის, ჯაბრაილის, გუ...