საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: გერმანიიდან მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა - ეს არის კიდევ ერთხელ, სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის

თამთა მეგრელიშვილის განცხადება
19:12 03.07
დაკოპირებულია

გერმანიიდან „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის“, - იურისტი თამტა მეგრელიშვილი გერმანიიდან წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ჩარეცხილ ოპოზიციას წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის „გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს.

„ის ამ დამნაშავე რეჟიმის დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა. მის სახელს უკავშირდება, იმ დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები, როგორიცაა ადამიანების ღირსებისა და პატივის პირდაპირი ხელყოფა. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი მაინც აღსრულდა. ეს არის, კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. ეს არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და არცერთი დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება. ჩარეცხილ ოპოზიციას კი წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის „გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს. უბრალოდ, ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავს თუ გაირთობენ ამით”,- აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, 3 ივლისს, ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

თეონა თამაზაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთ...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას...
გაეროს მულტიდისციპლინური მისიის თვითმფრინავმა მალიში ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ რუს...
23:56 03.08
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2-ს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება...
21:20 03.08
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
21:12 03.08
დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტი...
21:02 03.08
პროექტის დოკუმენტები სოფელ ზვარეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროე...
„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ...
20:52 03.08
ადვოკატი: ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლის...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი...
18:30 03.08
ეგვიპტე ილონ მასკს: პირამიდები უცხოპლანე...
მილიარდელი ილონ მასკი ეგვიპტეში მიიწვიეს, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რომ პირამი...
Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღია...
ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და...