მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა და უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა: საერთო ჯამში სულ 322 - მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელ. კომერცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები/უსაფრთხოება, მოგზაურობა/სასტუმროები, კადრების მართვა/განათლება, სამომხმარებლო სერვისები, IT Tools, კვება, პროფესიული სერვისები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

„განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას ამერიკული აქსელერატორი სილიკონ ველიდან USMAC მიიღებს. სექტემბერში კი კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს დაასახელებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას უკვე მეხუთედ ახორციელებს. პროექტის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 78 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო.

ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.