მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თანხმობა ვაქცინის გაკეთებაზე - რა მოთხოვნებია ისრაელში დასაქმების მსურველებისთვის?

დასაქმება ისრაელში - PIA.GE

დასაქმება ისრაელში - ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელში დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის მოთხოვნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა შორის ერთ-ერთი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე თანხმობაა.

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი.
თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს (დაახლოებით, 5 500 ლარი).

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

დასაქმება ისრაელში

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:

✔️ საშუალო სკოლა დამთავრებული

✔️ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი

✔️ ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:

✔️ საქართველოს მოქალაქე

✔️ ასაკი: 25-დან 45 წლამდე

✔️ სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ

✔️ ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი

✔️ ნასამართლეობის არმქონე

✔️ ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე

✔️ არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ

✔️ არ უნდა ჰყავდეს ისრალეში მცხოვრები ან დასაქმებული მშობლები, მეუღლე, შვილები

👉 კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID 19-ის ტესტი საქართველოში

👉 კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID 19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული გულისხმობს COVID 19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით)

👉 ისრაელში დასაქმების მსურველმა მოქალაქეებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს worknet.gov.ge ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 1505

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

რამდენი ადამიანია რეგისტრირებული გერმანიაში დასაქმებისთვის?

300 000 სამუშაო ადგილი - როგორი ანაზღაურებაა გერმანიაში?

რეგისტრაცია დაიწყო - რა ვაკანსიებია გერმანიაში?