საზოგადოება

ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, 2020 წ.
14:30 21.05
დაკოპირებულია

ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენი რაიონისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე ამორტიზებული სამანქანო გზა გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. მთაწმინდის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ახლახანს დასრულდა მაჭავარიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ტატიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გათვალისწინებული.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
54 წუთის წინ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
18:12
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფასტრუქტურის განვითარების მიზნით, მასშტაბური პროექტების განხორციე...
18:07
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის...
17:14
სარეაბილიტაციო პროექტები დასრულდა ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო...
„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მ...
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას...
მდინარაძე: ჩვენი საარჩენო სია ერუდიციასა...
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენის...
ეკონომიკის მინისტრმა "ნოვას" ახალი მეგაც...
„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რ...