მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისზე ნებართვა გაიცა

თვითმფრინავი

თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ცნობილია ფრენის თარიღი, 15 აგვისტო (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20).

ცნობისთვის, ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php