მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა - თბილისის ენერჯი

გაზის მიწოდება

„კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა, მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებისთვის“,- ამ შინაარსის განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად ან ადამიანების უყურადღებობის გამო, დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, დაიცვან გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტებს.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და, სამწუხაროდ, გარდაცვალების ფაქტებიც.

გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა ახლანდელი, გაზაფხულის პერიოდი.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებისთვის.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ან თვითნებური გაზგაყვანილობა, სპეციალისტების რჩევების იგნორირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.

15 აპრილს, 11:00 საათზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების (114) ბაზაზე (ბოჭორმის ქუჩა #27) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ენერგო ომბუდსმენიც დაესწრება.