მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი-ქუთაისის რეისზე მგზავრების გიდები ნიკა წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან

მგზავრების გიდები წულუკიძე და ზივზივაძე იქნებიან

ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე გზამკვლევები თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და გიდი ციცინო ზივზივაძე იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„სატახტო ქალაქისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე მოგიყვებით.

თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!“,- ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.