საზოგადოება

კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი
მაჭავარიანის ქუჩაზე
მეწყრულ ზონაში მიმდინარე
საპრევენციო სამუშაოებს
გაეცნო
1617893675
დაკოპირებულია

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, ხოლო მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დასახა.

„პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა მომდევნო წლებში აღარ შეიქმნას მსგავსი ვითარება.

როდესაც გაირკვა, რომ ფერდზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა და იყო გარკვეული საშიშროება, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივად შევზღუდეთ.

შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მათი რეკომენდაციით დაიწყო პრევენციული ღონისძიებები,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოსახლეობაში პანიკის დათესვა ისახავს მიზნად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ემსახურებოდა პანიკის დათესვას, კატეგორიულად მიუღებელია.

შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონვარ, შეიძლება დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა არ მოსწონს, მაგრამ ამგვარი განცხადებები აზარალებს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან.

საუბარი იყო იმაზე, თითქოს მუნიციპალიტეტი არასწორად იქცევა და არ ახორციელებს ადამიანების ევაკუაციას. ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით.

თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, პირველები ვიქნებოდით ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა და მოსახლეობას გაიყვანდა უსაფრთხო ადგილზე. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და დათესოს პანიკა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც ამჟამად მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს ახორციელებს, დიდი გამოცდილება გააჩნია.

„ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობდა წყნეთი-ბეთანიას აღდგენით სამუშაოებზე. მე მახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო იმ კონკრეტულ მონაკვეთზე.

საუბრობდნენ იმაზეც, რომ იქ შეუძლებელი იქნებოდა გზის დაბრუნება, თუმცა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიის სწორი მუშაობითა და გადაწყვეტილებებით, დღეს გზა ჩვეულებრივ გახსნილია.

ასევე შეშელიძის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც გვაქვს მეწყრული ფერდი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ირგვლივ მაღალსართულიანი კორპუსებია განთავსებული, რომლებსაც ფაქტობრივად საძირკველი ეცლებოდა, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო.

დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია, მიმდინარეობს სამუშაოები და არანაირი საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ვაშლიჯვრის ფერდზე მიღწეული დროებითი სტაბილურობა და მიმდინარეობს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა.

„ეს არ არის ახალი გამოგონება, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიოში გამოცდილი მეთოდით. ამ ეტაპზე მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას, დაწყებულია სრული მოდელირება წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტთან ერთად.

პროცესში ჩართულები არიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ ბოლო 5 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემა.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117

ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620800382
კორონავირუსი

160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 160 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1620800040
„ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზ...

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

„არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დ...

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმების სამიზნე ქალაქების შესახებ ინფორმაციას აწვდის და მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.

„ჰამასმა“ თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო - მ...

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.