საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ფასადი
17:41 კვი. 25 ოქტომბერი
დაკოპირებულია

თბილისის მერია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მთავარი“ არხის სატელევიზიო ეთერში გასული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც თითქოს შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

რეალურად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეა გაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო.

რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად.

სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ. ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
24 წუთის წინ
მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს. როგორც კვებ...
31 წუთის წინ
„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სად...
37 წუთის წინ
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამებოდა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს. „ვ...
48 წუთის წინ
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...
56 წუთის წინ
რუსული მედია Pfizer-ის ვაქცინაზე

Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირე...

ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომავალ კვირას იგეგმება...
59 წუთის წინ
პოლიციამ კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭ...
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების...
სინგაპურში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორ...
მსოფლიოში ეს იქნება ე.წ. სუფთა ხორცის პირველი პრეცედენტი, რომელსაც ცხოველის დაკვ...
11:03
თბილისი 1 705, იმერეთი 624 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🔺 თ...