საზოგადოება

6 მაისიდან თბილისის ქუჩების მორეცხვის მასშტაბური სამუშაოები დაიწყება

ქუჩის მორეცხვა
1620119637
დაკოპირებულია

თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლად რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუკის“ ვიდეო ჩართვაში ისაუბრა.

„არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას და ქალაქში იწყება გზების დახაზვის სამუშაოები.

გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით.

მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლოა, სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდეს, თუმცა, გამოცხადებულია ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და დასუფთავება უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნიკით იყოს განხორციელებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ხელი ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826
ავღანეთში თავდასხმა
ავტობუსზე

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიანი ემს...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.