საზოგადოება

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს

თბილისის მერია მარტოხელა
მოხუცების დახმარებას
აგრძელებს
1610539121
დაკოპირებულია

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის დახმარებას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს პროდუქტების დარიგებას იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ პანდემიის პერიოდში. ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. პროდუქტს, პირველ რიგში, აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება.

ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათი თქმით, დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, შემდეგ კი გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.