საზოგადოება

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა

თბილისის მერიის
ინიციატივით, საქართველო
Eurodesk-ში გაწევრიანდა
1619173102
დაკოპირებულია

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს გაწევრიანებას, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს.

მათი თქმით, Eurodesk არის ევროკავშირის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების, სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს.

ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში.

ცნობისთვის, Eurodesk-ი საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით (ახალგაზრდული ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სტუდენტური ასოციაციები ა.შ).

მერიის ცნობით, საქართველო იქნება 36-ე ქვეყანა, სადაც Eurodesk-ი ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი და რომლის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრთან ერთად.

ინფორმაციისთვის, საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625
თემქაზე ხე წაიქცა -
დაზიანებულია რამდენიმე
მანქანა

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენიმე მა...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.