მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერიის მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს

მოხალისეების ინვენტარი

თბილისის მერიის მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს საკვებსა და მედიკამენტებს სახლში მიაწვდიან, წითელი ჯვრის ორგანიზაცია გადაამზადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიასა და წითელ ჯვარს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.

"ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე. ამიტომ შეიქმნა მოხალისეების ჯგუფები, რომლებიც მათ მოემსახურებიან. თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ვაფორმებთ მემორანდუმს. იცით, რომ ბლო პერიოდში მოიმატა მოხალისეობის მსურველთა ოდენობამ, შესაბამისად აუცილებელია მათი გადამზადება, რომ ამ პროცესებში მათი ჩართულობა იყოს უსაფრთხო. მათ არ უნდა დააზიანოს სხვა მოქალაქეები და უნდა ვიზრუნოთ მოხალისეების ჯანმრთელობაზეც. შესაბამისად ამ მემორანდუმით ჩვენ გადავამზადებთ მოხალისეებს",- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასევე შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს მოიცავს.