საზოგადოება

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა

თბილისის მერიისა და
იუნესკოს პროექტის
„თბილისი - წიგნის მსოფლიოს
დედაქალაქი“ ფარგლებში
საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში გამოფენა
„ქართული წიგნის
სათავეები“ გაიხსნა
1619002316
დაკოპირებულია

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, გამოფენა ორ ნაწილიანი და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„სახელმწიფო ენის დღე, თბილისის მერიამ საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. დღევანდელი გამოფენა ამ დღის ერთგვარი გაგრძელებაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს, საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეს ამ სახითაც წარმოვუდგენთ.

ორ დღეში, თბილისი იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მასპინძელი გახდება, რომლის ღირსეულად ჩატარების მისიაც თბილისის მერიას აქვს აღებული. მჯერა, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო იქნება დაახლოებული წიგნთან“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ.

„აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მწერლობა ნამდვილად გახლავთ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი, მისი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის გაცნობა კი ჩვენი ვალდებულებაა.

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე ქართულ მწერლობასაც გააცნობს, საგამომცემლო სფერო კი უფრო განვითარდება“, - ამბობს იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს.

მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც.

გამოფენის მეორე ნაწილი - „შეხვედრა კლასიკოსებთან - ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები.

გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინ ექსკურსიაც.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1620632975

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1620630228

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750
თბილისის ანძა

300 თბილისი, 77 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728
1620626713
158 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 158 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

სერგო ჩიხლაძე ოქრიაშვილზე: წამალში რომ 3...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოქრიაშვილი მედროვეობის მაგალითია.

10 მაისს, თბილისის 7 უბნის ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.