მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მოსახლეობას 1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას ჯამში 1000 მიკროავტობუსი მოემსახურება.

კალაძის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე. 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება, აქედან 300 ერთეულის შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და იმ თანხებით მოხდება შესყიდვა, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. დამატებით კიდევ 400 ერთეულს შეიძენს კომპანია, საერთო ჯამში 1000 ერთეული მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.

ყვითელი მიკროავტობუსები დაახლოებით 1500 -1700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს.

ჩვენ ვამატებთ ახალ 8 მეტრიან ავტობუსებს და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს ქალაქის მოსახლეობა თავს, როდესაც ზოგადად ამ რეფორმის დასრულება მოხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ნაწილში.

დღეს გვაქვს რაიონები, კონკრეტული უბნები, ქუჩები სადაც სამწუხაროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, ან ძალიან დიდია მოცდის დრო.

ეს ყველაფერი გვინდა შევცვალოთ და ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი“- განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მიმდინარეობდა პანიკის დათესვა, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო“ - კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე

✅კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო