მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემის „ილია და თბილისის“ წარდგენა გაიმართა.

დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემის „ილია და თბილისის“ წარდგენა გაიმართა. ახალი გამოცემა, მუშაობის ოთხი წლის ანგარიში, განახლებული ვებგვერდი და მომდევნო ოთხი წლის სამუშაო სტრატეგია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ წარადგინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE - ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ამ ოთხი წლის განმავლობაში, არამხოლოდ ახალი სამუზეუმო სივრცეები შეიქნა დედაქალაქში, არამედ სისტემური ცვლილებები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მუზეუმები თანამედროვე სტანდარტებითაა წარმოდგენილი და ფართო აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა.