საზოგადოება

თბილისის N192-ე ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა

საბავშვო ბაღი
1617800690
დაკოპირებულია

თბილისის N192 ბაგა-ბაღს საქართველოში ისრაელისა და ჩეხეთის ელჩები, რან გიდორი და პეტერ მიკისკა ესტუმრნენ და დაწესებულებაში მოქმედი ე.წ. გარდამავალი ჯგუფისთვის განკუთვნილი ინვენტარი საჩუქრად გადასცეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეს თბილისის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი ბაღია, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით, 2018 წლიდან „გარდამავალი ჯგუფი“ ფუნქციონირებს.

პროექტის მიზანი აუტიზმის სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იმგვარი გარემოს შექმნაა, რაც აღსაზრდელებს ტიპური განვითარების ჯგუფებში უმტკივნეულო და ჰარმონიულ ინტეგრაციას გაუადვილებს.

„პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამი წლის წინ დაიწყო და მისი ეფექტურობის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთან, N192 ბაღი პროექტში ჩართულ დონორებთან თანამშრომლობას განაგრძობს. შედეგად, დღეს ისრაელის საელჩომ საჩუქრების ნაკრები - სათამაშოები, ლიტერატურა და სხვა ინვენტარი გადმოგვცა, რისთვისაც სტუმრებს მადლობას ვუხდი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

„გარდამავალ ჯგუფს“ ადრეული განვითარების ოთხი სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის გარემო ხელმისაწვდომი და სასურველი ხდება.

სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ, ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ და წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ.

ბაღის უკლებლივ ყველა პედაგოგი გადამზადებულია ინკლუზიური განათლების საკითხებში და სპეციალური პედაგოგებისგან ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავებას სწავლობენ.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

1618406467
„სუფთა რეგიონი 2020“
კონკურსის გამარჯვებულები
გამოვლინდნენ

„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფ...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.