საზოგადოება

თბილისის საკრებულოს აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

თბილისის საკრებულოს
აივნებიდან საქართველოს
სახელმწიფო დროშები
გადმოიფინა
1610620308
დაკოპირებულია

საკრებულოს ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

ღონისძიებაში საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს ყოველწლიურად უერთდება.

„საკრებულო სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნაში დღესაც ტრადიციულად მონაწილეობს. ჩვენი სახელმწიფო დროშა არის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის სიმბოლო. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად შეუერთდნენ ამ თარიღის მნიშვნელობას და აივნებიდან საქართველოს დროშა გადმოჰფინონ,“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ძლიერების სიმბოლოა.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება. 

1611086029

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1611085232

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

1611083526

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

1611080500
მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციის საბჭომ
გენერალური მდივნობის
კანდიდატი

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის...

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მოსკოვის სასამართლო: აფხაზეთში „იაპონჩიკ...

მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. 

ვახტანგ ჭარაია: საქართველოში DFC-ის ოფის...

ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განაცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის“), ოფისის გახსნა განიხილება, ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს.