მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

ჯივიპის ლოგო

კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

რაც შეეხება კონტრაქტორების იმ მცირე ჯგუფს, რომელთა მხრიდანაც გამოვლინდა აგრესიული, ძალადობრივი და სხვა სახის უკანონო ქმედებები, რაც ცალსახად მიუღებელია კომპანიისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე აგრძელებს მიმდინარე საქმიანობას, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის კომპანიის მიერ დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას.

თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.