მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, რომლებსაც ელექტროენერგიის მიწოდება 18 აპრილს შეეზღუდებათ

დენის ნათურა

თბილისში, ზოგიერთ უბანს 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ვარკეთილის III მასივის I კვარტალის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის
მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 23:55 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ინგოროყვას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოებისდასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.