მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც 3 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 3 დეკემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში:

🔦 საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

🔦 ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

🔦 გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ბორჩალოელის, კალანდაძის, ბატონიშვილის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

🔦 ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და დიმიტრი გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

🔦 ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

თემქის დასახლების III მიკრორაოინის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაოინის V კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და გია რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

🔦 კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.

🔦 სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ბესარიონ ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

🔦 ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

დიღომბარის, ლამის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

💡 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.