მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

დღეს, 25 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანში დროებით შეიზღუდება ელექტრომომარაგება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, სამღერეთის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.