მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დენი და თელასი

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 24 ნოემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში 👇

➖ სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

➖ ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

➖ საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

➖ გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

➖ ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

➖ კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

➖ დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

🔺 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.