მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დენი - ნათურები

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 2 დეკემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში 👇

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, შოთა მილორავას და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:სამტრედიის ქუჩის (ნაწილორბრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილორბრივ) მოსახლეობას.