მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

დენი - ნათურები

კომპანია „თელასის“ განცხადებით, დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონი


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, არსენას და მესხის ქუჩების
მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას VII კვარტლის და ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.