მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დენი და თელასი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, ერწოს, ხევისუბნის, სიხარულიძის, თიანეთის, ტიბაანის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ურიდიას, კიკნაძის, მახალდიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, ინანიშვილის, სტურუას, ქებურიას და ძმობის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილის, ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ჩხავერის, თაკვერის და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.