მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს, პირველ ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო პირველ ოქტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, მაისურაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.