მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნების ნაწილს 30 ივნისს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

უბნები სადა შუქი გაითიშება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 30 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03  საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I,  III, IV მიკროაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ბაგრატ III, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და ბობ უოლშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კოსტავას, ანაკლიის, პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ჯიქიას, ვიქტორ დოლიძის და ქარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის და მეფე სოლომონ II ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, გლდანის ხევის დასახლების, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის, დავით სარაჯიშვილის, ავშნის და მუხიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, საცხენისის, ელდარის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.