მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დენი - ნათურები

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, შეზღუდვა შეეხება:

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე - ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

⭕ საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე - ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე- ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე- მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე- წერონისის, ჟღენტის, ზედამზის, ლაითურის და მაჩხაანის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე- თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით ქსელში ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.