მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ზღვაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

დასუფთავების მასშტაბური აქცია

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ.

დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 80 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.