საზოგადოება

თბილისში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ქუჩა
17:17 08.08
დაკოპირებულია

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების გმირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფაში.

„აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ჩვენ დღესაც გვახსოვს ის უმძიმესი, ტკივილით სავსე დღეები. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს გავხსენით ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის გმირია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა- ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშში დაიღუპა. გზირიშვილების ოჯახმა სამშობლოს ერთიანობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე 2 ადამიანი დაკარგა. სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი სამშობლო. ნამდვილად გმირობაა, როდესაც ადამიანი თავის ბედს, თავის კარიერას სამშობლოს დაცვას უკავშირებს. ქედს ვიხრით გმირების წინაშე და უსაზღვროა ჩვენი მადლიერება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, ქართული სახელმწიფო იდგა, დგას და იდგება ჩვენი ჯარის სიძლიერესა და გმირობაზე.

„დღეიდან ეს ქუჩა ვახტანგ გზირიშვილის და მისი ასევე ომში დაღუპული მამის სახელობისაა. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილე ვიყო ჩვენი გმირების სახელების ამ ფორმით უკვდავყოფისა. შარშან შმაგი სოფრომაძის ქუჩა გავხსენით, უფრო ადრე გიორგი ანწუხელიძის და მისი თანამებრძოლების. ძნელია ამ დღეს მისალოცი სიტყვის წარმოთქმა და ვახტანგ გზირიშვილის დედას ქუჩის გახსნას ვერ მივულოცავთ, მაგრამ გმირის გაზრდისთვის მადლობას ვეტყვით. მისალოცი კი არის ის, რომ ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ქუჩის გახსნის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელზე აგებულ ეკლესიაში ქუჩის სახელისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები (ბიოგრაფიებით) დამაგრდა, ტაძარში კი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...